logo_geo
კახა კალაძე: ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, არ ინერვიულოთ...
- +

18 ივნისი. 2018. 03:53

 

თბილისის მერი კახა კალაძე ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვერეს კალაპოტში გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.

 

კახა კალაძე ადგილზე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გალაქტიონ ბუაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

თბილისის მერმა ადგილიდან facebook-ჩართვაც განახორციელა.

 

„მდინარე ვერეს კალაპოტში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ე.წ. ცხაურების გაწმენდა. თქვენ იცით, რომ 2015 წლის 13 ივნისს, როდესაც ჩვენს დედაქალაქში მოხდა სტიქია, რომელიც მართლა ძალიან მძიმე იყო, ამის შემდეგ მდინარე ვერეს კალაპოტში, ორ ადგილზე აშენდა ნატანდამჭერები, ე.წ. ცხაურები. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეასრულა. ​​ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში უხვი ნალექის გამო, ამ მონაკვეთებზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა საგანგაშო არაფერია. ეს პროექტი იმიტომ გაკეთდა, რომ მორები, სიბინძურე და ნაგავი, რაც ჩამოდის, დაიჭიროს და ქვემოთ არ წამოიღოს. ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ახლა ტრაქტორია შესული მდინარეში და აწარმოებს გაწმენდით სამუშაოებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის ინფორმაციით, ​გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება.

 

„ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, არ ინერვიულოთ. ხვალ ორშაბათი დღეა და მინდა, წარმატებული კვირა იყოს თითოეული თქვენგანისთვის“, – დასძინა კახა კალაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი