logo_geo
გოდერძის უღელტეხილის ალპური ბოტანიკური ბაღი ტურისტებს აგვისტოში მიიღებს
- +

19 ივნისი. 2018. 02:37

 

 

გოდერძის ბოტანიკური ბაღი პირველ ვიზიტორებს აგვისტოს ბოლოს მიიღებს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარიძემ გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

 

ამ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ბაღის განვითარების საქმეში ჩართული არიან გერმანელი სპეციალისტები, კერძოდ, მიუნხენის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, რომელთა დახმარებითაც გაგრძელდება ალპინარიუმის მოწყობა.

 

„გოდერძის ბოტანიკური ბაღი აგვისტოს ბოლოს შეძლებს პირველი ვიზიტორების მიღებას. სულ მალე მაღალმთიან აჭარას ექნება სრულიად უნიკალური ტურისტული ღირშესანიშნაობა. რა თქმა უნდა, ბაღის მშენებლობა გაგრძელდება და აქ შეიქმნება ოთხივე სეზონის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ცენტრი. ალპური ბოტანიკური ბაღი, გარდა საგანმანათლებლო მიმართულებისა, იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, სადაც სხვადასხვა ატრაქცია, ზიპლაინი, საბავშვო სივრცეები მოეწყობა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი