logo_geo
კახა კალაძე: მიმდინარეობდა როგორც საგზაო, ისე ხიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოები
- +

19 ივნისი. 2018. 02:42

 

 

„აქ მიმდინარეობდა როგორც საგზაო, ისე ხიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გაკეთებული იყო შემოვლითი გზა, რომელიც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ მოანგრია“,-  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გიორგიწმინდაში გზის გაწმენდით სამუშაოებში იყო ჩართული.

 

„დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც გაუნადგურდა საშენი მასალები, თუმცა ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მას. შემოვლითი გზის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია და დილისთვის დასრულებული იქნება. ხიდის სამუშაოებიც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. მცირე ზიანი იყო სხვადასხვა რაიონშიც, მათ შორის ისანში, გარდა ამისა, ისევ დაიტბორა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. კლდე ჩამოიშალა მარნეულისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა იქაც უკვე მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ.

big_banner
არქივი