logo_geo
როგორია სოსო პავლიაშვილის პირადი ცხოვრება
- +

20 ივნისი. 2018. 14:15

 

 

 

სოსო რამინის ძე პავლიაშვილი- ცნობილი ქართველი მომღერალი, დღეს, დროის უმეტეს ნაწილს რუსეთში ატარებს და მისი შემოქმედებაც იქ ვითარდება.

 

მისი შემოქმედება ყველამ იცის, მისი სიმღერები ცნობილია მთელ მსოფლიოში. სოსო დაიბადა 1964 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მამა - რამინ პავლიაშვილი -პროფესიით არქიტექტორია, ხოლო დედა - დიასახლისი, რომელმაც მთელი ცხოვრება ოჯახს და შვილებს მიუძღვნა. სწორედ მისი დამსახურებაა სოსოს მუსიკით დაინტერესება. 6 წლისა უკვე კარგად უკრავდა ვიოლინოზე, შემდეგ იყო გამოსვლები სხვადასხვა კონკურსებზე, სადაც არნახულ წარმატებებს მიაღწია. იმდენად უყვარდა მუსიკა, რომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა მუსიკოსი გამხდარიყო. ასეც მოხდა. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც საუკეთესო პედაგოგების მეთვალყურეობით, წარჩინებით დაამთავრა. წარმატებამაც არ დაიგვიანა, 24 წლისა უკვე ცნობილი მომღერალი იყო და დღემდე ინარჩუნებს პუბლიკის დიდ სიყვარულს. მისი საუკეთესო სიმღერებია „ვილოცოთ მშობლებისთვის“, „მე და შენ“ და რა თქმა უნდა „გახარება“, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა. ვერ მოძებნით ადამიანს, ვისაც მისი კომპოზიციები არ მოესმინოს, ვერ ნახავთ რესტორანს, სადაც მის სიმღერებს არ მღერიან. მუსიკის გარდა სამსახიობო ასპარეზზეც სცადა ძალა და აქაც წარმატებით, ამის დასტურია ოცზე მეტი ფილმი მისი მონაწილეობით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სოსო იყო და დღესაც არის პუბლიკის რჩეული. ამ  მოუსვენარი კაცის ცხოვრებაში იყო სამი ქალი, რომლებიც მხურვალედ უყვარდა და როგორც ამბობს, ეს რომანტიული ურთიერთობები მისი ცხოვრების დიდებული ფურცლებია. მისი პირველი მეუღლე ქართველი ქალი ნინო იყო, რომელთანაც შეეძინა ვაჟი - ლევანი. ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა, საერთო ენის გამონახვა გაუჭირდათ, მაგრამ დაშორების მერეც ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. მეორე ქალი მის ცხოვრებაში იყო საესტრადო მომღერალი ირინა პონაროვსკაია. მართალია, ოფიციალური ქორწინება არ შემდგარა, რადგან არცერთი მათგანი იმ დროისთვის თავისუფალი არ იყო, მაგრამ ურთიერთობა საკმაოდ მყარი და გულმხურვალე მოჩანდა. ზუსტად უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდა მათი თანაცხოვრება, მაგრამ დასასრული მოულოდნელი აღმოჩნდა, ყოველგვარი ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე. მიზეზი დღემდე უცნობია, სავარაუდოდ პონაროვსკაიამ ვერ მიიღო ხელისა და გულის ოფიციალური შეთავაზება. მესამე და უკანასკნელი სიყვარული ირინა პატლახია, რომელიც გაცნობისას 16 წლის იყო. 1997 წელს მათ ხელი მოაწერეს, დღეს სოსო კიდევ ორი მშვენიერი ქალიშვილის სანდრასა და ლიზას მამაა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გარს ახვევიან თაყვანისმცემლები, სოსოს შეიძლება მონოგამი ვუწოდოთ, რადგან მუდმივად ცდილობს, ღირსეული მეოჯახის იმიჯი  შეინარჩუნოს.

 

https://world.korupciya.com/2018/06/13/ponarovskaya-zhdala-predlozheniya-a-on-vyibral-16-letnyuyu-kak-slozhilas-lichnaya-zhizn-soso-pavliashvili/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი