logo_geo
„მაგთიკომმა“ კახა კალაძეს ნომერი გაუყიდა - საკითხს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია განიხილავს
- +

4 იანვარი. 2017. 17:48



საქართველოს ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს „მაგთიკომმა" ნომერი გაუყიდა. ინფორმაციას სააგენტო „აქცენტი" ავრცელებს. როგორც საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალაში ვკითხულობთ, კახა კალაძემ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.


„პრაიმტაიმთან" საუბარში „მაგთიკომში" ნომრის გაყიდვის მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ „კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საქმის განხილვა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და კომპანია კომენტარს გააკეთებს  დავის დასრულების შემდეგ".


ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საჩივარი კომპანიის მიერ სააბონენტო ნომრის ჩამორთმევასა და სხვა პირზე გასხვისებას ეხება.


„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მაგთიკომის" წინააღმდეგ ფიზიკური პირის კ. კალაძის განცხადება შევიდა.  საჩივარი კომპანიის მიერ სააბონენტო ნომრის ჩამორთმევასა და სხვა პირზე გასხვისებას ეხება. კომისიამ შპს „მაგთიკომის" წინააღმდეგ ფიზიკურ პირ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო", - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი