logo_geo
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად ოფიციალურად აღიარეს
- +

21 ივნისი. 2018. 16:12

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებას სპეციალური კოდი (ICD-11) მიანიჭა და აღნიშნული დაავადებათა შორის ჩაწერა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) განმარტავს, კომპიუტერული თამაშის მოყვარულებს საკუთარი თავის კონტროლი არ შეუძლიათ, შესაბამისად ვერ საზღვრავენ თამაშის დაწყებისა და მისი დასრულების დროს.

 

WHO-ს თქმით, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება ადამიანის სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრებიდან გამოთიშვას იწვევს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი