logo_geo
თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება
- +

22 ივნისი. 2018. 10:49

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

 

18 ივნისს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 3 000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, ხოლო საყოველთაო რეგისტრაციისთვის 11 000-ზე მეტი ადგილი თავისუფალია.

 

რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს საშუალებით.

 

big_banner
არქივი