logo_geo
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია
- +

23 ივნისი. 2018. 18:17

 

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, შიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.

 

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შავშვებთან სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებოდნენ.

 

ამასთან, როგორც შსს-ში განმარტავენ, ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობის გართულება მეტეოროლოგიურ პროცესებს, კერძოდ, ძლიერ წვიმას უკავშირდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი