logo_geo
„მომღერალ ირაკლი ნოზაძეზე თავდამსხმელთა ვინაობა ცნობილია“
- +

26 ივნისი. 2018. 00:36

 

„დამნაშავეების ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია. უბრალოდ ჩვენ, მეგობრებმა არ ვიცით მათი გვარ-სახელები“, - ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს'' ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების'' წევრმა, ზურა ხაჩიძემ განუცხადა.

 

,,დამნაშავეების ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია. უბრალოდ ჩვენ ,მეგობრებმა. არ ვიცით მათი გვარ-სახელები. კარებიდან ამოღებულია ჩანაწერები. შემთხვევა ირაკლის სახლთან მოხდა, სადაც ქირით ცხოვრობდა. ირაკლის ორივე ყოფილი მეუღლე ჩვენს გვერდითაა.. აქ სხვა ამბავია... გაირკვევა მალე,'' - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

 

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე ცოტა ხნის წინ დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმის ინფორმაციით, ის გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და მაგისტრალური სისხლძარღვი აქვს დაზიანებული.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი