logo_geo
გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება
- +

26 ივნისი. 2018. 18:12

 

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება.

 

შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.

 

ზემოთ აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე აქვთ.

 

ცვლილებების ავტორები განმარტავენ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში გაცემულია 481 000 კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა.

 

big_banner
არქივი