logo_geo
„წითელ ნუსხაში" შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ყიდვა-გაყიდვა 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
- +

27 ივნისი. 2018. 00:18

 

 

„წითელ ნუსხაში" შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ყიდვა-გაყიდვა 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსში შეტანილი ცვლილებები გულისხმობს.

 

რაც შეეხება იმ სახეობებს, რომლებიც საქართველოს "წითელ ნუსხაში" არ არის შეტანილი - მათი უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა ათასი ლარით დაჯარიმებას და კონფისკაციას გამოიწვევს.

 

 

big_banner
არქივი