logo_geo
Reuters: საქართველომ სირიის კუთვნილ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა
- +

27 ივნისი. 2018. 21:40

 

საქართველომ სირიის კუთვნილ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ცნობით, ამის მიზეზი დამასკოს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება გახდა.

 

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ავიაკომპანია Cham Wings-ია, რომელსაც, Reuters-ის მიერ აპრილში ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, სირიაში რუსი კონტრაქტორი მებრძოლები გადაჰყავდა.

 

სააგენტო Reuters-თან საუბარში საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი ადასტურებს, რომ საქართველომ თავისი საჰაერო სივრცე დაუხურა ორ სირიულ ავიაკომპანიას – Syrian Air-სა და Cham Wings-ს.

 

„საჰაერო სივრცე დახურული იქნება ნებისმიერი სირიული ავიაკომპანიისთვის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც სირიამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები აღიარა”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

 

სირიულ ავიაკომპანიებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

როგორც Reuters-ი ვებგვერდ flightradata24.com- ზე დაყრდნობით იტყობინება, სირიული ავიახაზები სირიასა და რუსეთს შორის რეისების შესასრულებლად საქართველოს საჰაერო სივრცეს ივნისიდან აღარ იყენებენ. ისინი მარშრუტს აზერბაიჯანის თავზე ახორციელებენ, რაც ფრენის ხანგრძლივობას დამატებით ნახევარი საათით ზრდის.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი