logo_geo
ვერეს ხეობაში ნაპოვნი ცხედრის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება
- +

28 ივნისი. 2018. 16:11

 

 

ვერეს ხეობაში, სვანაძის ქუჩაზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე საათის წინ ამ ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცხედრის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ქანების გამო სასაფლაოს მიწის ჩამოშლა მოხდა.

 

ასევე ამბობენ, რომ ტერიტორია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ეპიცენტრია და არაა გამორიცხული, სტიქიისას დაღუპული ადამიანის ცხედარი იყოს.

 

2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად, დაიღუპა 21 და დღემდე დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი. დაზარალდა ასობით  მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

 

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

 

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი