logo_geo
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 43 გრადუსს მიაღწიოს
- +

29 ივნისი. 2018. 17:58

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

 

30 ივნისიდან 4 ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია, +40, +43 გრადუსს მიაღწიოს.

 

დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.

 

big_banner
არქივი