logo_geo
ირაკლი შიხიაშვილი: ქუჩებისთვის სახელის გადარქმევით, ის ბოროტება არ ამოიშანთება, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დათესა
- +

3 ივლისი. 2018. 19:06

 

 

 

„ქუჩებისთვის სახელის გადარქმევით და ძეგლების მტვრევით, ის ბოროტება არ ამოიშანთება, რომელიც თავის დროზე დათესა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ასე ეხმაურება „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელის გადარქმევას.

 

განცხადება შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

„ეს ქალაქის საკრებულოს შემადგენლობის გადასაწყვეტი იყო. თუ ქალაქი ირჩევს თავის საკრებულოს დეპუტატებს, უცხადებს ნდობას, მათ აძლევს უფლებას, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. მე არ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ, ზოგადად, ქუჩებისთვის სახელის გადარქმევით და ძეგლების მტვრევით, ის ბოროტება არ ამოიშანთება, რომელიც თავის დროზე დათესა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა იდეოლოგიურმა მამებმა. მათ დასამარცხებლად საჭიროა, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს წარმატება, უკეთესი ცხოვრების პირობები, მეტი პერსპექტივა დაინახონ თავიანთ მომავალში. არც გაახსენდებათ მერე „ნაციონალები“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი