logo_geo
ადგილები თბილისში, სადაც მშენებლობა შეიზღუდება
- +

4 ივლისი. 2018. 17:43

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად შეფასდა.

 

„ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების ეტაპზე. დაიხვეწა რუკა, რომელზეც დატანილია გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, უზრუნველყოფილია შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა",- განაცხადა კახა კალაძემ.

 

წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.).

 

შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

 

 

big_banner
არქივი