logo_geo
„მე მხარე ვიყავი არა პარტიის, არამედ იმისა, რომ თეფშები არ მოეჭრათ და დღეს თავისუფლად გემსჯელათ“
- +

5 იანვარი. 2017. 22:43


 


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამეურვეო საბჭოს წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ქეთევან მსხილაძემ ვასილ მაღლაფერიძეს პოლიტიკური წარსული, ასევე მე-9 არხსა და GDS-ში მუშაობის პერიოდი შეახსენა და კითხვა დაუსვა, თუ როგორ აპირებს ის საკუთარი სიმპატიების დაძლევას: „თქვენ ხმამაღლა და საჯაროდ გამოხატავთ თქვენს სიმპატიებს და თქვენ მუშაობდით ისეთ ტელეკომპანიებში, რომლებზეც ვერ ვიტყვით, რომ ობიექტური იყო, როგორ აპირებთ გაართვათ თავი და დაძლიოთ საკუთარი სიმპატიები?" რაზეც ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლის დროს შუაში დგომას, პოლიტიკური სიმპატიები არ ქვია.


„როცა მეუბნებით, რომ მე უნდა რაღაც დავძლიო,  უნდა გითხრათ და თქვენი უფლებაა მოგეწონებათ თუ არა, რომ არაფრის დაძლევას მე არ ვაპირებ და არც ჩემი თავის გადაძალვას არ ვაპირებ. მინდა მოგახსენოთ, რომ არსებობს მარეგულირებელი კომისიის დასკვნები , რომ GDS იყო ერთ-ერთი გაწონასწორებული და შეგიძლიათ შეადაროთ სხვა ტელევიზიებს. რაც შეეხება  მე-9 არხს- რასაკვირველია მე-9 არხი პოლიტიკური აზრით იყო შექმნილი, და მე დღესაც ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი იყო. მე მივედი მე-9 არხზე, როცა იქ  დიდი მიმზიდველობა  არ იყო. ვისაც ახსოვს ის სანაპირო, სადაც მე-9 არხის შენობა იდგა , იქვე მტკვარში 200 მეთევზე თევზს იჭერდა. არჩევნები მორჩა თუ არა, მეორე დღესვე გაქრა 200-ვე. საიდან იყვნენ და რას იჭერდნენ გასაგები იყო. არავითარი პოლიტიკური პარტიის მიმართ მე სიმპატია არ მქონდა . ის, რომ ჩვენ ვზივართ აქ და თავისუფლად ვსაუბრობთ, ეს იმის დამსახურება იყო. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ვითარება შეიქმნა.  ძალიან კარგად ვიცი რა მდგომარეობაში იყო ჩაყენებული მაშინ საზოგადოებრივი არხი.

 

მე-9 არხზე ჩვენ  ვიმუშავეთ სტანდარტების დაცვით, და ისე, როგორც ჩვენს სინდისს და პროფესიონალიზმს შეეფერებოდა. გახსოვთ თქვენ, თეფშებს რომ ხსნიდნენ. რასაკვირველია, მე მხარე ვიყავი არა პარტიისა, არამედ იმისა, რომ ეს თეფშები არ მოეჭრათ და თქვენ დღეს თავისუფლად გემსჯელათ. როცა არჩევნები მორჩა, მე გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაში კი არ დავრჩი, 1 თვის შემდეგ წამოვედი, რადგან ჩემი რაღაც შეხედულებები არ დაემთხვა. მე არ გთხოვთ თქვენ ხმის მოცემას, ეს თქვენი უფლებაა , მაგრამ როცა თქვენ საუბრობთ ტენდენციურობაზე ძალიან გთხოვთ, ჩახედოთ  კვლევებს და შეადაროთ სხვა ტელევიზიების გადაცემებს.

 

იმ ვითარებაში, რაც საქართველოში გავიარეთ რას ვეძახით ჩვენ მხარეს და რას ნიშნავს ნეიტრალური ვითარება. ან რას და რას შორის უნდა ყოფილიყო ნეიტრალური? მე მიმაჩნია, რომ როდესაც დემოკრატია და ავტოკრატია იბრძვის ერთმანეთში, აქ მხარე არ არსებობს. მხარეები უნდა ვიყოთ მაშინ, როცა დემოკრატიული სივრცეა. და თუ ვიღაცა ახერხებს შუაში დადგომას დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, ამას ჩემთვის სხვა სახელი ქვია. აქვე მინდა დაგიზუსტოთ, რომ მე არც ქართული ოცნების ვალი მაქვს და არც ნაციონალური მოძრაობის წევრი ვყოფილვარ. მე მაშინ ვიყავი ხელისუფლებაში  და დავტოვე თანამდებობა, როცა დავინახე, რომ ცუდად იქცეოდნენ.  მე ძალიან მაინტერესებს, რომელი ტელევიზია მიგაჩნიათ თქვენ იმ საამაყო ტელევიზიად, საიდანაც აქ შეიძლება მოსულიყო ადამიანი",- განაცხადა მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი