logo_geo
თბილისი მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სიაში მოხვდა
- +

5 ივლისი. 2018. 18:51

 

 

გაზეთმა „The Washington post“-მა ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წერტილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სია შეადგინა, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი თბილისიც მოხვდა.

 

როგორც გაზეთი წერს, ევრაზიის მასშტაბით 4 ივლისს თბილისში დაფიქსირდა +40 CO და ერევანში 2 ივლისს +42.

 

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა კანადის ქალაქ მონრეალში 2 ივლისს დაფიქსირდა , +36,6CO.

 

ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი ტემპერატურა 28 ივნისს ქალაქ შანონში +32 CO დააფიქსირეს, ხოლო ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი, +42,6 გრადუსი ომანის ქალაქ ქურაიატში დაფიქსირდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი