logo_geo
ანა მარგველაშვილისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მინდია გოგოჭურს ვინმესთან კონფლიქტი
- +

6 ივლისი. 2018. 11:38

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა გახდა მათი ოჯახის წევრის, მინდია გოგოჭურის დაჭრის მოტივი.

 

როგორც ანა მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით მედიით გაიგო.

 

„საერთოდ არ ვიცი, რა მოხდა. მომხდარზე გუშინ ღამე ჟურნალისტისგან გავიგე ინფორმაცია. არ ვიცი, ვინმესთან თუ ჰქონდა კონფლიქტი, არ გამიგია. ამის თაობაზე ჯერ არც მინდიასთან მისაუბრია“, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პრეზიდენტის სიძეს ქვემო კიდურის მიდამოებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

 

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

 

 

 

big_banner
არქივი