logo_geo
მამუკა ბახტაძე: სვანეთში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ...
- +

6 ივლისი. 2018. 13:48

 

 

 

„სვანეთში მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჭიროა, მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ბახტაძის თქმით, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნული სისტემების დამონტაჟების მასშტაბური პროექტი იწყება.

 

„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ამჟამად მხოლოდ ორ ადგილას გვაქვს, მომავალი წლიდან კი ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი