logo_geo
მამუკა ბახტაძე: სტიქიის ზონიდან უახლოეს საათებში რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ
- +

6 ივლისი. 2018. 13:49

 

 

„უახლოეს საათებში რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ სტიქიის ზონიდან, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პრემიერის თქმით, ვერტმფრენი 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას და წყლის დონის მატების შემთხვევაში, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.

 

„წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, ბუნებრივია, არის დაცლილი. მოსახლეობას ვეხმარებით, რომ თავიანთი ნივთები გამოიტანონ სახლებიდან, მაგრამ გზის კაპიტალურ შეკეთებას იქამდე ვერ დავიწყებთ, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევს. ახლა ვცდილობთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო მეტად გამორეცხვა. ევაკუაცია ჩვენ უკვე გავაკეთეთ იმ ადგილებში, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ კიდევ უახლოესი საათების განმავლობაში, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ ყველაფერს 24-საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ზომები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

big_banner
არქივი