logo_geo
ბაგა-ბაღის აღმზრდელები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან
- +

7 ივლისი. 2018. 15:18

 

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ადრეული და სკოლამდელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული დამტკიცდა. ბრძანება ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.

 

ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი.

 

ტრენინგ-მოდული შეფასდება100-ქულიანი სისტემით. წარმატებით გასავლელად მონაწილემ მინიმუმ 60 ქულა უნდა დააგროვოს, გარდა ამისა უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს. ამის შემდეგ აღმზრდელს სერტიფიკატი გადაეცემა.

 

ტრენინგ-მოდულის გავლა, საქართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს.

 

big_banner
არქივი