ნუცა გუნცაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, მორაგბე გიორგი ლომინაძესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს. გიორგი და ნუცა ბოლო დროს აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. წყვილი ზამთრის დღეებს ყაზბეგში ატარებს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი 21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და რეაბილიტაციის კურსს დღემდე გადის.