logo_geo
დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იმედს“ ტოვებენ
- +

8 ივლისი. 2018. 20:41

 

გავრცელებული ინფორმაციით, „იმედი“ ახალი სეზონიდან აღარ ითანამშრომლებს დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურძანიასთან. პროდიუსერები, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ „რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადავიდნენ და იქ „ნიჭიერი“, „იქს ფაქტორი“ და „ექიმები“ გადაიტანეს, ამ ტელეარხის ეთერისთვის პროექტებს აღარ მოამზადებენ. მიზეზად მათი პროექტების დაბალი რეიტინგი სახელდება.

 

თავად პროდიუსერები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან და მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან და სავარაუდოდ, ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებენ.

 

„იქს ფაქტორის“ ფინალი კი „იმედის“ ეთერში შემდეგ ორშაბათს გავა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი