logo_geo
ზაზა სარალიძე: აქ მოვედი თანაგრძნობის გამოსახატად...
- +

9 ივლისი. 2018. 21:43

 

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მივიდა, სადაც ხადას ხეობაში მოკლული ოჯახის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

 

„ჩემი აქ მოსვლის მიზანია ის, რომ გამოვხატო თანაგრძნობა მათ მიმართ, რომლებიც დახოცილები არიან. სრულად ვიზიარებ იმ ტკივილს, რასაც მისი ახლობლები განიცდიან. ეს არ არის მხოლოდ მკვლელობა, ეს არის სადიზმი. რა უნდა დააშაოს 4 წლის ბავშვია, რომ სასიკვდილოდ გაიმეტოს ადამიანმა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

აშშ-ს საელჩოსთან რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები. მათ საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს, რითაც ამერიკელი მოქლაქეების გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.

 

 

big_banner
არქივი