logo_geo
11-12 ივლისს საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს
- +

10 ივლისი. 2018. 15:41

 

 

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 11-12 ივლისს მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდება +35 +40 გრადუსი, დასავლეთ საქართველოში კი +28 +33.

 

დამწვრობის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გარუჯვის მსურველებისთვის რეკომენდაციები გაავრცელა.

 

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

 

 

big_banner
არქივი