logo_geo
ლენტეხში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი ტყე დაიწვა
- +

11 ივლისი. 2018. 11:06

 

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ხანძრის შედეგად, 2.5 ჰა ფართობი ტყე დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

 

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

 

„ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი