logo_geo
დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ჩვილი გახდება
- +

12 ივლისი. 2018. 10:42

დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 600–ზე მეტი ჩვილი გახდება. 12 ივლისს, პეტრე–პავლობის დღესასწაულზე, 54–ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

 

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

 

დღეისთვის უწმინდესს 35 538 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

 

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

 

big_banner
არქივი