logo_geo
7 სავარჯიშო 7 წუთში - ხერხემლის ტკივილები მაშინვე მოგეხსნებათ!
- +

12 ივლისი. 2018. 13:36

 

 

ცხოვრების უმოძრაო წესი და სხეულის არასწორი მდგომარეობა დღის განმავლობაში ხერხემლის სხვადასხვა დაავადებას იწვევს. სტატისტიკური მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ზურგის ესა თუ ის პრობლემა აქვს.

 

 

ჩვენ სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ კომპიუტერის მაგიდასთან და სულ უფრო ნაკლებად ვსეირნობთ და ვვარჯიშობთ. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი სხეული მუდმივი ჯდომისთვის არაა გათვალისწინებული. კვლევების შედეგებით დგინდება, რომ დროის ჯდომაში გატარება საგრძნობლად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, იმოძრაოთ უფრო მეტი და გააკეთოთ სავარჯიშოები, რომლებიც ზურგის კუნთებს ამაგრებს.

 

 

 

Rchevebi.com-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული სავარჯიშოები იდეალური თერაპიაა, ეხმარება და წელავს ზურგის კუნთებს. სავარჯიშოების ეს გეგმა შეგიძლიათ შეასრულოთ როგორც სახლში, ისე სამსახურშიც. მხოლოდ 7 წუთი დღეში იმისთვის, რომ ხერხემლის ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და გათავისუფლდეთ ტკივილისა და დისკომფორტისგან.

 

 

 

სავარჯიშოები ზურგის მოსათელად

  1. დაწექით ზურგზე, ასწიეთ მარჯვენა ფეხი ზემოთ და დაიჭირეთ ხელებით. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამით. შემდგე გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.

 

 

 

  1. დაწექით ზურგზე და მოხარეთ მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გადადებით. გაასწორეთ ტორსი. ეცადეთ, მოხრილი ფეხი ხელით მაქსიმალურად იატაკისკენ დაიჭიროთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამით. მოდუნდით და გაიმეორეთ მეორე ფეხზეც. სავარჯიშო ორივე მხარეს 2-3-ჯერ უნდა გაიმეოროთ. მოძრაობები შეასრულეთ ნაზად, ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობის გარეშე. თუ მოძრაობა იწვევს ტკივილს, შეამცირეთ მოხრის კუთხე.

 

 

  1. დაწექით ზურგზე და მოხარეთ ფეხები. წამოსწიეთ მუხლი და წაიღეთ იგი გულმკერდისკენ მაქსიმალურად. გაჩერდით 30 წამით, შემდეგ კი გაიმეორეთ მეორე ფეხზეც. გაიმეორეთ 5-ჯერ ორივე ფეხზე.

 

 

  1. დაწექით ზურგზე. მოხარეთ ფეხები. წამოწიეთ ერთი ფეხი და მისი ტერფი დადეთ მეორე ფეხის მუხლზე. დაიჭირეთ მოხრილი ფეხი კოჭის მონაკვეთში და ნელ-ნელა მოქაჩეთ გულისკენ. გააჩერეთ ამ მაქსიმალურ ნიშნულზე 30 წამით. გაიმეორეთ მოძრაობა ორივე ფეხზე 3-ჯერ.

 

 

 

  1. დადეთ ხელები ერთ-ერთ მუხლზე, მეორე ფეხი გასწიეთ წინ, როგორც ფოტოზეა. გაასწორეთ ზურგი და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამით. გაიმეორეთ მოძრაობა მეორე ფეხზე.

 

 

  1. დაწექით გვერდზე, აიღეთ ზედა მხარეს დარჩენილი ფეხი ხელით და გაწიეთ უკან. ასე გაჩერდით 30 წამით, მერე გაიმეორეთ მეორე მხარესაც. ეს სავარჯიშო კარგად წელავს თეძოს კუნთებსაც.

 

 

 

  1. ფეხზე დგომისას იპოვეთ საყრდენი წელის დონეზე. შემდეგ დაიხარეთ წინ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. გაჩერდით ასე 30 წამით, შეისვენეთ და გაიმეორეთ. ეს სავარჯიშო არაჩვეულებრივად თელავს ხერხემალს.

 

 

ახლა უკვე იცით, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ტკივილი ზურგის არეში. ეს სავარჯიშოები საკმაოდ მარტივი, თუმცა ეფექტურია. მათი შესრულება შეგიძლიათ მაშინვე, როგორც კი დისკომფორტს შეიგრძნობთ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი