logo_geo
რომელია თბილისის ყველაზე Insta-გენური ადგილები?
- +

12 ივლისი. 2018. 20:55

 

 

მოგზაურობა გაზიარებისთვისაა. არსებობს ფოტოები, რომლის არდადებასაც  მეგობრები არ გაპატიებენ. მაგალითად, პარიზში ეიფელის კოშკის წინ "მეტს ველოდი" სახე, მტრედების დაპურების სცენა ვენაში,  ფოტო ბერლინში  Berghain-ის რიგში და ა.შ.  თუ ძველი მოგზაურები  შთაბეჭდილებებს იწერდნენ ან დაბრუნების შემდეგ ყვებოდნენ, ახლა ეს ყველაფერი იმ მომენტიდან შეგიძლია დაიწყო, როცა აეროპორტში დაჩექინდები. ტურისტული ადგილების ღირსშესანიშნაობას უკვე ახალი კრიტერიუმი დაემატა -   რამდენ ლაიქს მოგიტანს იქ გადაღებული ფოტო  ინსტაგრამზე, ანუ რამდენად Instaგენურია. სანამ სხვა ქალაქებზე გადავალთ, ჯერ თბილისის ტოპ შვიდ Instaგენურ ადგილს წარმოგიდგენთ;

 

  1. გალერეა 27

ვიტრაჟებიანი სახლი ბეთლემის ქუჩის სამ ნომერში მდებარეობს. შეაღებ ერთ არაფრით გამორჩეულ სადარბაზოს კარს და უცებ გგონია, რომ გიგანტურ კალეიდოსკოპში მოხვდი. აქ გადაღებული ფოტო იმდენად ჯადოსნური გამოდის, რომ ყველაზე უგულო მეგობრებიც კი „დაგულავენ“.

რუკაზე ნახვა

 

 

2. ფაბრიკა

 

ერთ დროს ნაცრისფერი, საბჭოთა ქარხანა, დღეს ქალაქის ყველაზე ცოცხალი და ფერადი ადგილია. ფაბრიკა სხვადასხვა ასაკის, ეროვნების და ინტერესების ადამიანების  შეკრების ადგილია. რომელ კუთხეშიც არ უნდა გაიხედო, რაღაც საინტერესოს გადააწყდები - ბეტონის კედლები სტრიტარტებითაა გაცოცხლებული, შენარჩუნებული საბჭოთა იერსახე, ახალ ჰიპსტერულ ელემენტებთან ერთად უჩვეულო კონტრასტს ქმნის.  მოკლედ, ამ ფაბრიკაში გარანტირებულად კარგი ინსტაგრამის ფოტოები „იწარმოება“.

 რუკაზე ნახვა

 

 

3. აბანოთუბანი

აბანოთუბანი ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებული ერთ-ერთი უძველესი უბანია. სწორედ ამ ადგილებს უკავშირდება ლეგენდა თბილისის დაარსებაზე  და მის პირველ რეზიდენტ ხოხობზე. აბანოთუბანში ფოტოების გადასაღებად ტურისტებისთვის საყვარელი რამდენიმე ადგილია.

 რუკაზე ნახვა

 

 

4. ძველი თბილისი

ძველი თბილისის ვიწრო ქუჩები, კლდეზე შეფენილი სახლები და აივნები აუცილებლად სანახავი და  გადასაღები კადრებია. 

რუკაზე ნახვა 

 

 

5. წითელი დერეფანი

 

ზოგჯერ შედევრები შემთხვევით იქმნება. ეს წითელი კონსტრუქციები უბრალოდ შენობების რეაბილიტაციისთვის დააყენეს, თუმცა „წითელი დერეფანი“ მალე ერთ-ერთ  ყველაზე Instaგენურ ადგილად იქცა.

რუკაზე ნახვა

 

 

6. საათებიანი კოშკი

გაბრიაძის თეატრის გვერდით მდგარ საათებიან კოშკს შეუძლებელია ისე ჩაუარო, რომ ამ სანახაობის სხვებისთვის გაზიარება არ მოგინდეს. თუ გაგიმართლა და კოშკთან 12:00 ან 17:00 საათისთვის მოხვდი, ლამაზ ფოტოს გადაღებასთან ერთად კოშკის წვერზე თოჯინების შთამბეჭდავ შოუსაც ნახავ.

რუკაზე ნახვა

 

 

7. მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი Achitencturedesign.net-მა მსოფლიოს 30 ყველაზე გამორჩეულ ხიდებს შორის დაასახელა და როგორც ჩანს, დამსახურებულადაც. აქ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეხვდებით მომღიმარ ტურისტებს და ადგილობრივებს, რომლებიც ფოტოს გადასაღებად იდეალური რაკურსის შერჩევას ცდილობენ.

რუკაზე ნახვა

 

 

 

წყარო: geocell.ge

 

 

big_banner
არქივი