logo_geo
გამოცდების ეროვნული ცენტრი სამომავლო ტესტირების პასუხების გამოქვეყნების ფაქტს უარყოფს
- +

13 ივლისი. 2018. 11:18

 

 

გამოცდების ეროვნული ცენტრი სამომავლო ტესტირების პასუხების გამოქვეყნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

„ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები. გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდების ცენტრმა თავის ვებგვერდზე შემთხვევით სამომავლო ტესტირების პასუხები გამოაქვეყნა. ტესტების პასუხების სქრინები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი სტუდენტი წერს, რომ პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

 

საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტესტის ტიპის გამოცდა ჩატარდა.

 

 

 

big_banner
არქივი