logo_geo
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი მაგისტრანტობის კანდიდატებს აფრთხილებს
- +

13 ივლისი. 2018. 13:25

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტობის კანდიდატებს მიმართავს.

 

„მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც B და C ტესტებს აბარებენ, ვთხოვთ, არ ენდონ ინფორმაციას, რომ ცენტრის ვებგვერდის მობილური, ანდროიდ ვერსიით ტესტების სწორი პასუხების ნახვა იყო შესაძლებელი. ამ (ანდროიდ) ვერსიით სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები (რაშიც ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისთანავე).

 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ მონაცემების, როგორც სწორი პასუხების გამოყენება, ტესტზე მუშაობისას ერთმნიშვნელოვნად დააზარალებს მაგისტრანტობის კანდიდატს.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი