logo_geo
Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს
- +

13 ივლისი. 2018. 14:15

 

 

რამდენიმე საათის წინ შეფერხებით მუშაობდა Facebook-ის აპლიკაცია Android-ის მომხმარებელთათვის. ამჯერად, ხარვეზი Messenger-ში ფიქსირდება. Facebook-ის მთავარ სამესიჯო პლატფორმას ამჟამად 1,3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

 

როგორც მომხმარებლები წერენ, გაქრა სასაუბრო ველი და საუბრის ისტორია. ზოგიერთის ცნობით კი აპლიკაცია საერთოდ არ იტვირთება.

 

ვებგვერდი Down Detector, რომელიც თვალს ადევნებს სხვადასხვა ვებგვერდებზე დაფიქსირებულ შეფერხებებს, იუწყება, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მათთან Facebook Messenger-ის ხარვეზთან დაკავშირებით არაერთი შეტყობინება შევიდა.

 

Down Detector-ის ცნობით, შეფერხება ძირითადად გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში ფიქსირდება. ზოგიერთი მომხმარებლის ცნობით, Messenger ხარვეზებით მუშაობს საქართველოშიც, როგორც აპლიკაციაში, ისე დესკტოპ-ვერსიებზე. მათი ცნობით, გამქრალია ჩატის ველი.

 

Google Play Store-ში Messenger-ის ბოლო მსუბუქი განახლება 11 ივლისს ფიქსირდება. როგორც აღწერაშია ნათქვამი, განახლება შეეხებოდა ფუნქციას, რომლის საშუალებითაც ყველა შემოსულ და გამოტოვებულ ზარს ერთ ადგილას ვიხილავთ.

 

შეფერხებასთან დაკავშირებით კომპანიას ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ცნობილია, რომ Facebook ამჟამად ტესტავს ვიდეორეკლამებს Messenger-ში, რომელიც სასაუბრო ველებს შორის გამოჩნდება.

 

ცნობილია ისიც, რომ Facebook აპირებს, Messenger-ში დანერგოს სისტემა, რომელიც ტროლი მომხმარებლების გამოვლენაში დაგვეხმარება. როდესაც თქვენ მათგან წერილს მიიღებთ, იქვე გაჩნდება გაფრთხილება, რომ შეტყობინება შესაძლოა, ყალბი მომხმარებლისგან იყოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი