„საერთო გაზეთი“ თამაზ წივწივაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე.
გულწრფელად თანავუგრძნობთ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია „საერთო გაზეთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.