logo_geo
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ღვარცოფი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
- +

13 ივლისი. 2018. 17:36

 

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

 

13-დან 17 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

big_banner
არქივი