logo_geo
ჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარიისას დაშავებული ჩვილები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ
- +

14 ივლისი. 2018. 16:52

 

 

ჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარიისას დაშავებული ჩვილები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

 

ავარიის შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ქალი. ასევე, დაშავებული ერთ წლამდე ასაკის ჩვილები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი