logo_geo
მაკა ასათიანი: ვისაც ამ სიბინძურეში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, პასუხს მოგთხოვთ!
- +

14 ივლისი. 2018. 19:23

 

 „ვერ ვიჯერებ, რომ მიჭირავს ეს ფურცელი და მიწევს კიდევ ახალი დავის წამოწყება, ჩემთვის უცნობ ახალგაზრდა ადამიანებთან, შეგნებულად აღარ ვასახელებ ორგანიზაციას, არ ზის ეს ჩემს ბუნებაში. არ მინდოდა ამის გაკეთება“, - ამის შესახებ შპს „აკა“-ს მფლობელმა მაკა ასათიანმა განაცხადა.

 

„მე წინა შეხვედრაზე ყველანაირად შევეცადე და მოგეცით შანსი, რომ თავისუფალი არჩევანის შესაბამისად, გამოგესწორებინათ ეს შეცდომა, მზად ვიყავი მეპატიებინა, სიმართლე და სამართალი ხომ ისეთი რამეა, რაც არასოდეს არავის დაუკარგავს, რომელსაც ადრე თუ გვიან ყოველთვის იპოვი.

 

ჩემს გზაზე კი, თუ ვინმე უსამართლოდ მოიქცა, ყველას პასუხს მოვთხოვ, იმიტომ რომ, ვიცავ ადამიანს, მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი და თვითონ ვერ დაიცავს სიმართლეს. ეს არის ადამიანი, ვინც მთავარი მასწავლა - სიყვარული, მისმა კეთილშობილებამ, რადგან მან თავის დროზე ციხისთვის არ გაიმეტა ის ახალგაზრდა კაცი, მომიყვანა იქამდე, რომ მე, დღეს, ისევ ამ კაცისგან და მის მიერ დაქირავებული შემსრულებლებისგან ვიცავ მას ბრალდებებისგან, რომ ის უსამართლოა.

 

ვიმეორებ, ადრე თუ გვიან, ვისაც ამ სიბინძურეში გაქვთ მიღებული მონაწილეობა, პასუხს მოგთხოვთ და ყველაზე მეტად ის მადარდებს, რატომ უპირისპირდება ერთმანეთს ამდენი ნიჭიერი ქართველი, ნაცვლად იმისა, რომ სიმართლის მხარეს ვიდგეთ ყველა და ერთმანეთი გავაძლიეროთ.

 

მოკლედ, ჩემდა სამწუხაროდ, თქვენმა საქციელმა გამოიწვია ის, რომ საუბარი იურიდიული ენით გაგრძელდება“, - განაცხადა მაკა ასათიანმა.

 

შეგახსენებთ, 2018 წლის 9 ივლისს გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თუ კვლევაში კორექტირებას არ შეიტანდა, პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში უჩივლებდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი