logo_geo
BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა
- +

15 ივლისი. 2018. 02:32

 

 

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ზაფხულის დადგომასთან ერთად, რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს და აქვეყნებს 5 ადგილს, სადაც მაღალი ტემპერატურა შეინიშნებოდა. მათ შორის, გამოცემა საქართველოზეც წერს.

 

  1. კავკასიის რეგიონი - ეს მთიანი რეგიონია ევროპისა და აზიის საზღვარზე. მიმდინარე თვეში აქ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

 

საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, 4 ივლისს 40.5 გრადუსი დაფიქსირდა.

 

  1. აღმოსავლეთ კანადა - აქ მხოლოდ გასულ კვირას, სიცხის გამო 70-მდე ადამიანი დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი 65 წელს იყო გადაცილებული. ქვეყნის დედაქალაქში, ოტავაში 2 ივლისს 47 გრადუსი დაფიქსირდა.

 

  1. სამხრეთ კაროლინა - აქ ტემპერატურამ ბოლო 79 წლის რეკორდი მოხსნა და 43.9 გრადუსი შეადგინა.

 

  1. სიდნეი, ავსტრალია - ივლისში, ზედიზედ ორი დღე აქ 24.7 გრადუსი ფიქსირდებოდა, რაც საშუალოდ, 8 გრადუსით მეტია, ვიდრე წელიწადის ამ დროს ამ ადგილს ახასიათებს.

 

  1. ალჟირი - ქვეყნის ჩრდილოეთით, უარგლის პროვინციაში 5 ივლისს 51.3C გრადუსი დაფიქსირდა.

 

თბილისი მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სიაში ცოტა ხნის წინაც მოხვდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი