-
+
15 ივლისი. 2018. 02:32
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ზაფხულის დადგომასთან ერთად, რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს და აქვეყნებს 5 ადგილს, სადაც მაღალი ტემპერატურა შეინიშნებოდა. მათ შორის, გამოცემა საქართველოზეც წერს.
- კავკასიის რეგიონი - ეს მთიანი რეგიონია ევროპისა და აზიის საზღვარზე. მიმდინარე თვეში აქ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, 4 ივლისს 40.5 გრადუსი დაფიქსირდა.
- აღმოსავლეთ კანადა - აქ მხოლოდ გასულ კვირას, სიცხის გამო 70-მდე ადამიანი დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი 65 წელს იყო გადაცილებული. ქვეყნის დედაქალაქში, ოტავაში 2 ივლისს 47 გრადუსი დაფიქსირდა.
- სამხრეთ კაროლინა - აქ ტემპერატურამ ბოლო 79 წლის რეკორდი მოხსნა და 43.9 გრადუსი შეადგინა.
- სიდნეი, ავსტრალია - ივლისში, ზედიზედ ორი დღე აქ 24.7 გრადუსი ფიქსირდებოდა, რაც საშუალოდ, 8 გრადუსით მეტია, ვიდრე წელიწადის ამ დროს ამ ადგილს ახასიათებს.
- ალჟირი - ქვეყნის ჩრდილოეთით, უარგლის პროვინციაში 5 ივლისს 51.3C გრადუსი დაფიქსირდა.
თბილისი მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სიაში ცოტა ხნის წინაც მოხვდა.
წყარო :