logo_geo
პოეტ დავით მაღრაძის წიგნი „ნაფეხურები წყალზე“ Amazon.com-ზე გამოჩნდა
- +

15 ივლისი. 2018. 13:00

 

 

 

პოეტ დავით მაღრაძის ამერიკული წიგნი Footprints on Water („ნაფეხურები წყალზე“) 10 ივლისიდან Amazon.com-ზე გამოჩნდა. მისი შეძენა საიტზე 19.99 დოლარად არის შესაძლებელი.

 

როგორც დავით მაღრაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული წიგნის პირველი პრეზენტაცია ნიუ-იორკში, წიგნის მაღაზიის Barnes and Noble-ის ისტორიულ შენობაში, 2289 Broadway-ზე გაიმართება. პოეტის ინფორმაციით, მასსა და უმსხვილეს ამერიკულ გამომცემლობა „Rare Bird Books“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც გამომცემლობა წიგნის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს.

 

როგორც გამომცემლობა „Rare Bird Books“-ის პრეზიდენტმა ტაისონ კორნელმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია 50-ვე შტატში იგეგმება.

 

„შეიძლება ითქვას, უპრეცენდენტო ამბავია, რომ ასეთი მსხვილი ამერიკული გამომცემლობა ქართველი პოეტით დაინტერესდა. წიგნს ჰქვია „ნაფეხურები წყალზე“ და მასში დაბეჭდილია ორი პოემა - „ჯაკომო პონტი“ და „შენთვის“, ასევე სხვადასხვა ლექსები. ნიუ-იორკში გამართულ პრეზენტაციას დაინტერესებული პირები, პოეზიის მოყვარულები, ლიტერატორები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები დაესწრებიან“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი