logo_geo
გოგა ხაინდრავა: თუ ვინმე სწორად გაუძღვება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ეს არის ვასილ მაღლაფერიძე
- +

6 იანვარი. 2017. 19:15



„დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე სწორად გაუძღვება „საზოგადოებრივ მაუწყებელს", ეს არის ვასილ მაღლაფერიძე", - ამის შესახებ „ქართულ აზრთან" საუბრისას რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. ხაინდრავას თქმით, მაღლაფერიძე სხვა კანდიდატურებიდან ერთადერთი იყო, რომელსაც მართვის დიდი გამოცდილება აქვს.


„ვასილ მაღლაფერიძის არჩევა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სწორი გადაწყვეტილებაა. არსებული კანდიდატურებიდან ის, ალბათ, ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც მართვის დიდი გამოცდილება ჰქონდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი, კი რომელშიც ძალიან ბევრი სამსახური არის ერთად თავმოყრილი და დიდი ბიუჯეტის მქონეა, როგორც ფინანსების, ასევე მართვის დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ვასილ მაღლაფერიძეს კი ამის უდიდესი გამოცდილება აქვს.

 

გარდა ამისა, მან მთელი თავისი ცხოვრება, საზოგადოების თვალწინ გაატარა და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის პატივცემული მოქალაქეა. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე სწორად გაუძღვება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს არის ვასილ მაღლაფერიძე. გულწრფელად ვულოცავ მას და მთელ საზოგადოებას ბორდის ამ არჩევანს", - აღნიშნა ხაინდრავამ.  



 

big_banner
არქივი