logo_geo
პაციენტებს დღეიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმება ელექტრონულად შეეძლებათ
- +

16 ივლისი. 2018. 16:47

 

 

მოქალაქეებს დღეიდან ხუთი და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეუძლიათ.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ვებგვერდს სპეციალური ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საკუთარი დანიშნულება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ჯგუფს გადაუგზავნოს. ჯგუფი დანიშნულების სისწორეს შეისწავლის.

 

ექიმის დანიშნულებას, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალურად შექმნილი კომისია შეამოწმებს. წელიწადში რამდენჯერმე გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში კი სამინისტრო ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციების შემოღება პოლიპრაგმაზიის, ანუ ჭარბი მედიკამენტების გამოწერის შემთხვევების სიხშირემ განაპირობა.

 

რეგულაციის ამოქმედების პარალელურად სტატისტიკის წარმოებაც დაიწყება. სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდება, რომელ კლინიკაში და რომელი ექიმის მიერ დაფიქსირდა პოლიპრაგმაზიის ყველაზე მეტი ფაქტი და რამდენად ხშირად ხდება ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ჭარბი მედიკამენტების მიღება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი