logo_geo
„საავადმყოფოში კიდურების მწვავე ტკივილით გადაიყვანეს“ - თურქეთში გარდაცვლილი გოგოს მეგობარი
- +

17 ივლისი. 2018. 03:10

 

 

თურქეთში, სავარაუდოდ, ტარანტულის ნაკბენის შედეგად გარდაცვლილი გოგოს მეგობარი აცხადებს, რომ გარდაცვლილს მწერმა უკბინა, თუმცა ჯერჯერობით დადგენილი არ არის სიკვდილი ნაკბენმა გამოიწვია თუ არა.

 

„თეა დასასვენებლად იმყოფებოდა თურქეთში, სადაც მწერმა უკბინა, თუმცა არ არის დადგენილი ორგანიზმის მოწამვლა ნაკბენმა რამდენად გამოიწვია. გარდაიცვალა მწვავე სეფსისით, მაგრამ დადგენილი არც მწვავე სეფსისის გამომწვევი მიზეზია დადგენილი. საავადმყოფოში კიდურების მწვავე ტკივილით გადაიყვანეს“, - გაუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა „პრაიმტაიმს".

 

ქართველი გოგო თეა ქურციკიძე, სავადუროდ, თურქეთში ტარანტულის ნაკბენმა იმსხვერპლა.

 

როგორც მომღერალი თამთა ჭელიძე სოციალურ ქსელში წერს, დები ნინა და თეა ქურციკიძეები თურქეთში ისვენებდნენ რა დროსაც ტანტულმა უკბინა თეას, რომელმაც შრატი არ გაიკეთა. ამის შემდეგ გარდაიცვლა თეა ქურციკიძე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, თეას და ნინო ქურციკიძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს.

 

„შევხვდებით, ჩემო ანგელოზო, რადგან არ არსებობს ცხოვრება, სადაც შეიძლება რომ ბედნიერი ვიყო შენს გარეშე.. ყველაზე უბედური დამტოვე ამ ცხოვრებაში", - წერს გარდაცვლილის და.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი