logo_geo
მინდელის შახტში დაშავებული ორი მეშახტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
- +

17 ივლისი. 2018. 14:08

 

 

შახტში დაშავებული ორი მეშახტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, შედარებით მსუბუქია დამწვრობის ცენტრში მყოფი კიდეც ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

„ორი მათგანი კვლავ რჩება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტი კი სხვადასხვა განყოფილებებშია მოთავსებული. ის პაციენტები რომლებიც განყოფილებებში არიან, მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, გამოკვლევების და მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღეში გაიწერებიან კლინიკიდან.

 

რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, მათ სერიოზული მკურნალობა დასჭირდებათ. ერთ პირს აქვს 50%-იანი დამწვრობა, ხოლო მეორეს 25%-იანი. ხვალისთვის არის დაგეგმილი ოპერაცია“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

გუშინ, ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, აქედან 4 დაშავებული ამჟამად დამწვრობის ცენტრში მკურნალობს.

 

შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი