logo_geo
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: რეაბილიტაციის შემდეგ ის ფერი არ დაჯდა, რაც გათვალისწინებული იყო
- +

17 ივლისი. 2018. 15:34

ნებართვა ფოტოზე ასახულ შენობაზე 2014 წელს გაიცა და ამ ხნის მანძილზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან თანხმდებოდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით შენობა არის ლურჯი ფერის, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ის ფერი არ დაჯდა, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული.

 

„ამ შენობაზე რეაბილიტაციისთვის ნებართვა 2014 წელს გაიცა, ამის შემდეგ ცვლილებები შეიტანა თბილისის მერიამ, ამიტომ ახლა ჩვენ ვარკვევთ, საბოლოოდ რა სახის პროექტზე მოხდა ხელმოწერა. რესტავრატორის მიერ პირველადი მონაცემების საფუძველზე არ დადგინდა ავთენტური ფერი. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ლურჯი ფერი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ფერი არ დაჯდა რაც ამ შენობას ძველად ჰქონდა, შენობის დღევანდელი ფერი დანართში დატანილი არ არის და სპეციალისტების ჩარევის შემდეგ, თუ გახდება საჭირო, აუცილებლად გადაიღებება“,  - აცხადებს BMG -სთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს და ადგენს შენობის შესაბამის ფერს.

 

ფოტო სოციალურ ქსელში მარიკა ბაკურაძემ გაავრცელა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი