logo_geo
დავით სერგეენკო რეანიმაციაში მოთავსებულ მეშახტეებზე: მოსალოდნელია გართულებები...
- +

17 ივლისი. 2018. 16:05

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული მუშებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოსალოდნელია გართულებები.

 

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 4 პაციენტიდან, რომლებიც დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან, ორის მდგომარეობა მსუბუქია.

 

„ორი პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და უახლოეს დღეებში გაეწერებიან კლინიკიდან; აქ მოსალოდნელი საფრთხეები არ არის. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც რეანიმაციაში რჩებიან და ჰქონდათ სხეულის დიდი ფართობის დამწვრობა, მათთან მოსალოდნელია გართულებები დამწვრობის დიდი ფართობის გამო. თუმცა, რაიმე განსაკუთრებული გართულება ჯერ არ გვაქვს. ექიმები ამზადებენ გეგმური ოპერაციების და გეგმური ქირურგიული ჩარევებისთვის. მათ სრული მკურნალობა უტარდებათ და გუნდი, რომელიც ჩართულია ამ მკურნალობაში, მაღალი კვალიფიკაციისაა“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის პროცესში ჩართვის აუცილებლობა არ არის.

 

„მათი გამოჯანმრთელების შემდეგ ფინანსური დახმარების კუთხითაც, რა თქმა უნდა, არანაირი დაბრკოლება არ იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

 

 

big_banner
არქივი