logo_geo
შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ
- +

17 ივლისი. 2018. 16:52

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ.

 

მისივე ინფორმაციით, ერთ პაციენტის ოპერაცია ხვალ, ხოლო მეორეს - ზეგ ჩაუტარდება.

 

„ორი პაციენტის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ და რამდენიმე დღის შემდეგ ისინი თავიანთ  ოჯახებს დაუბრუნდებიან. რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულები, მათი მდგომარეობა ასევე მძიმედ რჩება. ახლა გადაწყდა, რომ ხვალ ერთ პაციენტს კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, ორივე მტევანზე ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტისთვის იგივე ოპერაცია ზეგისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

 

აქვე, ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ორივე პაციენტს ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა აქვს.

 

 

 

 

big_banner
არქივი