logo_geo
3 წლის ქართველი გოგოს შეთხზულ ზღაპარზე მამამ მულტფილმი შექმნა
- +

18 ივლისი. 2018. 03:27

 

 

 

ბავშვების წარმოსახვა რომ უსაზღვროა, ყველამ ვიცით. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მათი იდეებით გადაღებული ფილმები, შექმნილი ანიმაციური ფილმები, დაგეგმილი სატელევიზიო გადაცემები.

 

მაგალითად, 3 წლის კატომ, ძილის წინ ზღაპარი მოიფიქრა, რომლის მთავარი გმირიც მისი მეგობარი ნიტა იყო. კატოს მამამ, ცოტნე რუსიშვილმა მისი მონაყოლი ჩუმად ჩაიწერა და პატარა გოგოს იდეაზე ანიმაციური ფილმი შექმნა.

 

„მოკლედ, კატოს ძილის წინ ვუყვები ხოლმე ზღაპრებს (სახელდახელოდ შეთხზულს). ხოდა... ერთხელაც ვუთხარი, სუ მე რო გიყვები, ეხლა შენ მომიყევი-თქო", - წერს ცოტნე ფეისბუქზე.

 

ესეც 3 წლის კატოს ზღაპარი მეგობარ ნიტაზე, რომელსაც ის თავად ახმოვანებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი