logo_geo
ინტერნეტის ფავორიტი გადაცემის წამყვანების დუეტი დაიშალა
- +

19 ივლისი. 2018. 03:11

 

 

ტელეკომპანია ხარისხის არხის გადაცემა „დასაბამიდან სასუფევლამდე“ წამყვანების დუეტი დაიშალა.  გადაცემა კვირაში ერთის ნაცვლად ორჯერ გადის (პარასკევსა და შაბათს) ერთს – დავით (ედიშერ) გიორგობიანი უძღვება, ხოლო მეორეს – გიორგი ასათიანი.

 

არხის facebook-გვერდის განმარტებით, ერთის ნაცვლად ორი გადაცემის (პირდაპირ ეთერში) მომზადების სურვილი დავით (ედიშერ) გიორგობიანმა გამოთქვა.

 

„ასე ისურვა დავით (ედიშერ) გიორგობიანმა  და ჩემთვისაც უკეთესია, იმდენი მასალა მაქვს გამოსატანი და გასაანალიზებელი, რომ ასე უფრო მეტს გავაკეთებთ ორივე. მე ზარებს არ მოვერიდები. მოკლედ, გელოდებით პარასკევს და შაბათს”, – ასეთი პასუხი გასცა არხის facebook-გვერდმა (გვერდს სავარაუდოდ გიორგი ასათიანი მართავს) ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც მომხდარის მიზეზი აინტერესებდა.

 

გადაცემა ბოლო პერიოდში ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წამყვანების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე არაერთი Coub თუ იუმორისტული ვიდეო შეიქმნა. გადაცემის ეპიზოდები ტელეკომპანია იმედის გასართობ “ღამის შოუშიც” ხშირად ხვდება. გადაცემის რეიტინგი რომ გაიზარდა, ამას არხის დამფუძნებელი და გადაცემის წამყვანი გიორგი ასათიანიც ადასტურებს. თუმცა, არხს განცხადებით, გადაცემის საზიანოდ „ფეიკ ჯგუფი” მუშაობს. „ფეიკ ჯგუფის” მიზანი, არხის განცხადებით, გადაცემის არსის საკვანძო მიზნის დაკნინებაა, რაც “უფლის დიდებასა და ადამიანთა ცხონების გზის გაკვალვაში” მდგომარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი