logo_geo
მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა
- +

20 ივლისი. 2018. 10:39

 

 

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველთა ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშუტო ტაქსი უკნიდან იმ დროს შეეჯახა, როცა მანქანა ნაგვის ურნებთან უნდა გაჩერებულიყო. „თბილსერვისის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, გარდაცვლილია - ერთი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინაროებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი